გთხოვთ, წაიკითხოთ და შეაფასოთ ჩემი ნამუშევარი.
პროექტი: მომავლის ხეივანი
понедельник, 19 ноября 2018 г.
ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღეს გადავხედეთ პორტფოლიოს, იყო თუ არა სრულყოფილი, აღმოვფხვერით ხარვეზები, ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე, ჩვენი საქაღალდე ჩავაშენეთ ბლოგში, პადლეტზე მოვახდინეთ იდეების გენერირება და ჩავაშენებთ ბლოგში. შემდეგ მოვახდინეთ ჩვენი საქაღალედეების პრეზენტაცია
пятница, 16 ноября 2018 г.
ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღეს ვისაუბრეთ ჩემთვის ძალიან საყვარელ თემაზე, რომელსაც აქტიურად ვიყენებ სწავლებაში. ესაა ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. ასევე დავუკავშირეთ ტვინის ნახევარსფეროების განვითარების საკითხს. ჩვენს პროექტში გავწერეთ სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები, ყურადღება გავამახვილეთ ნიჭიერ მოსწავლეებზე. სწავლების დროს ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება აუცილებელია.
понедельник, 12 ноября 2018 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი. მე პრეზენტაცია ავირჩიე. შემდეგ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, ასევე გავეცანით საიტს, სადაც მოცემულია ეს რუბრიკები და გვექნება შერჩევის საშუალება, ასევე უნდა მოვახდინოთ მისი მოდიფიცირება შესაბამის თემაზე. გავეცანით შეფასების სქემებს და შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელსაც გამოვიყენებთ სწავლებაში
суббота, 10 ноября 2018 г.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს ტრენინგზე დავასრულეთ საპრეზენტაციო მასალაზე მუშაობა. შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, დავუსვით შეკითხვები, ასევე მივეცით რჩევები. გუგლდრაივში შევქმენით კითხვარი, გავეცანით საავტორო უფლებებს, შევავსეთ ტესტი. ძალიან საინტერესო და სახალისო მეცადინეობებია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)