ინტელის ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღეს ჯერ მოკლედ გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე გავლილი მასალა, შემდეგ გავიარეთ ის საფეხურები, როგორ დაგვეგეგმა საკუთარი პროექტი: შევიმუშავეთ საპროექტო იდეები, ასევე აღვიშნეთ, რომ სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში ეფექტურია ბეჭდვითი გამოცემები, რითაც ხდება ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მათთვის და იქმნება ეფექტური კომუნიკაცია. ვისაუბრეთ ბეჭდვითი გამოცემის სახეებზე. ტრერენერმა აგვიხსნა, რა არის გამოცემის მომზადების ჩეკლისტი, მიგვითითა ასევე ის ვებ-გვერდი, რითაც შეიძლებოდა გვეხელმძღვანელა პროექტებზე დაფუძნებული სწავლების კვლევის დროს .
ტრენინგი საინტერესოა, რთულია, მოითხოვს დიდ ყურადღებასა და ჩართულობას . ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელია მუშაობაში გაუმართავი კომპიუტერული სისტემა.
Комментариев нет:
Отправить комментарий