понедельник, 19 ноября 2018 г.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, წაიკითხოთ და შეაფასოთ ჩემი ნამუშევარი.

იდეებისთვის

გთხოვთ   უპასუხო კითხვას.

პროექტის იდეებისთვის


Сделано на Padlet

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე   დღეს   გადავხედეთ   პორტფოლიოს,  იყო  თუ   არა   სრულყოფილი,    აღმოვფხვერით   ხარვეზები,    ვიმუშავეთ    ფასილიტაციაზე,    ჩვენი   საქაღალდე   ჩავაშენეთ    ბლოგში,    პადლეტზე       მოვახდინეთ    იდეების   გენერირება  და   ჩავაშენებთ   ბლოგში.   შემდეგ    მოვახდინეთ   ჩვენი   საქაღალედეების   პრეზენტაცია   

пятница, 16 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

მერვე   დღეს   ვისაუბრეთ   ჩემთვის   ძალიან   საყვარელ  თემაზე,   რომელსაც   აქტიურად   ვიყენებ   სწავლებაში.   ესაა   ჰოვარდ   გარდნერის   მრავალმხრივი   ინტელექტის   თეორია.   ასევე   დავუკავშირეთ   ტვინის   ნახევარსფეროების   განვითარების   საკითხს.  ჩვენს  პროექტში    გავწერეთ   სსსმ    მოსწავლის    ინდივიდუალური     საჭიროებები,   ყურადღება     გავამახვილეთ    ნიჭიერ   მოსწავლეებზე.   სწავლების   დროს   ყველა  მოსწავლის  საჭიროებების   გათვალისწინება    აუცილებელია.   

понедельник, 12 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

    დღეს   შევქმენით   მოსწავლეთა   სავარაუდო   ნაშრომი. მე     პრეზენტაცია   ავირჩიე.  შემდეგ    განვიხილეთ   შეფასების   რუბრიკები,    ასევე   გავეცანით   საიტს,  სადაც    მოცემულია   ეს   რუბრიკები   და   გვექნება    შერჩევის   საშუალება,  ასევე   უნდა   მოვახდინოთ    მისი   მოდიფიცირება    შესაბამის   თემაზე.  გავეცანით    შეფასების     სქემებს   და  შეფასების  სხვადასხვა   კრიტერიუმს,  რომელსაც    გამოვიყენებთ   სწავლებაში

суббота, 10 ноября 2018 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ტრენინგზე დავასრულეთ საპრეზენტაციო მასალაზე მუშაობა. შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, დავუსვით შეკითხვები, ასევე მივეცით რჩევები. გუგლდრაივში შევქმენით კითხვარი, გავეცანით საავტორო უფლებებს, შევავსეთ ტესტი. ძალიან საინტერესო და სახალისო მეცადინეობებია.

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

9 ნოემბერს ჩატარდა ინტელის ტრენინგის მეხუთე მეცადინეობა, სადაც განვიხილეთ შემდეგი საკითხები: ჯერ შევაჯამეთ პირველ დღეს განხილული, შევარჩიეთ სხვადასხვა მეთოდი, რომელიც გამოგვადგებოდა ჩვენი პროექტის შესაფასებლად, პროექტის შაბლონში განვათავსეთ ასევე ინსტრუმენტები. ტრენერმა გადმოგვიგზავნა სხვადასხვა შაბლონი და დავიწყეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა.

გამოკითხვა


პროექტი ,,მომავლის ხეივანი"


воскресенье, 4 ноября 2018 г.

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

                                 ტრენინგის   მეოთხე   დღე   დავიწყეთ   განვლილი   მასალის  მოკლე  მიმოხილვით.   შემდეგ   ტრენერი   გვესაუბრა    შეფასების   მიზნებზე,   ტიპებზე,      ჩამოაყალიბა   შეფასების   5   მიზანი,     განიხილა  სეფასების  ინსტრუმენტების   სხვადასხვა   სახე,  ასევე  მიგვითითა,    ტროექტული   სწავლებისას  რა   დროს   ხდება  განმსაზღვრელი  და განმავითარებელი   შეფასება,   გავიხსენეთ   ბლუმის  ტაქსონომიის   საფეხურები,   ასევე    ვისაუბრეთ გარდნერის   8   სახის  ინტელექტზე. 
 ბოლოს  შევაჯამეთ   მეცადინეობა   და  აღვნიშნეთ, რომ  მეოთხე   დღე   ძალიან   ნაყoფიერი   იყო.   ჩამოვაყალიბეთ   მიმართულების  მიმცემი  შეკითხვები:    marine zedelashvili8 ноября 2018 г., 11:53
მოდული: მომავლის ხეივანი
1. ზოგადი შეკითხვა: როგორ წამოგიდგენიათ მომავლის ხეივანი?
2. თემატური შეკითხვა: როგორ შეუწყობს ხელს სწავლასა და დასვენებას მომავლის ხეივანი?
რა დიზაინით მოეწყობა ეს ხეივანი?

3. შინაარსობრივი შეკითხვები:
ვინ არის ამ პროექტის ინიციატორი?
როგორ იზრუნებენ თაობები ამ ხეივნის კეთილმოწყობაზე?
ვინ იქნება პროექტის სპონსორი?
   მე  ასეთი  შეკითხვა  დამებადა;   რას  ნიშნავდა   ინტელი,   რაზეც  ასეთი  პასუხი   მივიღე:  
ინტელის ლოგო
კორპორაცია ინტელი (ნასდაქი: INTC), დაფუძნდა 1968 წელს, როგორც ინტეგრირებული ელექტორნიკის კორპორაცია, ამერიკაშიმდებარე მულტინაციონალური კორპორაცია, კარგად ცნობილი მიკროპროცესორებისა და ინტეგრირებული ლოგიკური პანელების დიზაინითა და წარმოებით

                                       


                                            ტრენინგის მესამე  დღის  რეფლექსია


               ტრენინგის  მესამე  დღეს    ჯერ   გავიხსენეტ   წინა  დღეს   შესწავლილი   მასალა,  შემდეგ    განვსაზღვრეთ   სტანდართი   სასწავლო  პროექტისათვის,   ვისაუბრეთ    შევიმუშავეთ   სასწავლო  პროექტის   მიზანი,  ჩამოვაყალიბეთ   მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვები,  დავუკავშირეთ   ბლუმის   ტაქსონომიას,   ერთმანეთისაგან   გავმიჯნეთ    ზოგადი,  თემატური   და   შინაარსობრივი  კითხვები,   შევასრულეთ    სავარჯიშო   წყვილებში გონებრივი  იერიშის   შესახებ.
               მე    გამიჭირდა    ზოგადი,   თემატური   და  საგნობრივი    კითხვების     ჩამოყალიბება.   ამ   საკითხს  კიდევ   მივუბრუნდი  და  ჩავუღრმავდი
მეცადინეობის  ბოლოს  შევაჯამეთ   გაკვეთილი.  
                       


                                      ინტელის   ტრენინგის   მეორე  დღის   რეფლექსია


          ტრენინგის  მეორე   დღეს   ჯერ    მოკლედ  გავიხსენეთ  წინა  მეცადინეობაზე    გავლილი    მასალა,  შემდეგ  გავიარეთ    ის   საფეხურები,  როგორ  დაგვეგეგმა  საკუთარი  პროექტი:    შევიმუშავეთ  საპროექტო  იდეები,   ასევე   აღვიშნეთ,   რომ  სამიზნე  აუდიტორიასთან   მუშაობაში  ეფექტურია   ბეჭდვითი   გამოცემები,  რითაც   ხდება   ზუსტი  ინფორმაციის  მიწოდება  მათთვის   და    იქმნება   ეფექტური   კომუნიკაცია.   ვისაუბრეთ   ბეჭდვითი  გამოცემის  სახეებზე.   ტრერენერმა  აგვიხსნა, რა  არის  გამოცემის  მომზადების   ჩეკლისტი,   მიგვითითა  ასევე   ის   ვებ-გვერდი,  რითაც  შეიძლებოდა   გვეხელმძღვანელა   პროექტებზე  დაფუძნებული   სწავლების   კვლევის   დროს . 
                    ტრენინგი  საინტერესოა,  რთულია,   მოითხოვს   დიდ  ყურადღებასა      და   ჩართულობას .   ხელისშემშლელი  და  დამაბრკოლებელია  მუშაობაში   გაუმართავი  კომპიუტერული   სისტემა.